აჭარის ა/რ ჯანმრთელობის მინისტრმა შუახევის ამბულატორიებს ჟანგბადის აპარატები გადასცა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობის მინისტრმა შუახევის ამბულატორიებს ჟანგბადის აპარატები გადასცა

  • 2020-12-09 10:57:54

დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, შუახევის სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს ჟანგბადის აპარატები გადასცა.

კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. სამედიცინო ტექნიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული.

შეხვედრას შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები