სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ცაგერში

სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ცაგერში

  • 2020-12-09 11:06:17

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 2020 წელს სხვა პროექტებთან ერთად განხორციელდა სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.

შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შემდეგ სოფლებში : ოფიტარაში,შუა აღვში, სპათაგორის ორ უბანში, ღვირიშში(გორა ღვირიშის უბანში), ჭალისთავში(გუმარეშის უბანში), ლესინდში(სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიმართულებით), ნასპერში(ირემაძეების უბანში),სოფელ ღუში,ლაცორიაში,სურმუშში ცალკეულ უბნებში,მახურაში, ლახეფაში, უსახელოში,აგრეთვე,ზარაგულა-ლუხვანოს სასოფლო გზის მონაკვეთზე.

სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები განხორცირლდა შემდეგ სოფლებში:მახურაში, ნაკურალეშში,აღვში, ლეშკედაში,გაგულეჩში, ჭალისთავში.

აღნიშნული პროექტები მოსახლეობის მიერ სოფლის საერთო კრებებზეა შერჩეული.იმედი გვაქვს,მათი შესრულება შედარებით გააუმჯობესებს სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურას.

მსგავსი პოსტები