სოციალური პროგრამები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

სოციალური პროგრამები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-09 19:08:18

,,მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები:

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

• 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო პაკეტებით უზრუნველყოფა;

• ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;

• მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;

• მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

• შესაბამისი კატეგორიის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;

• 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.''- ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. 

მსგავსი პოსტები