რუსთავის მერია COVID-19-ის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის რეგულაციებს აქვეყნებს

რუსთავის მერია COVID-19-ის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის რეგულაციებს აქვეყნებს

  • 2020-11-04 13:15:21

რეკომენდაციები საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში მყოფი COVID-19-ის უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების საყურადღებოდ:

თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს საკარანტინო სასტუმროს ბაზაზე მორიგე სამედიცინო პერსონალი;

დაიცავით ექიმის რეკომენდაციები თავის მოვლისა და მედიკამენტების მიღების შესახებ;

თუ ხართ უსიმპტომო პაციენტი და დაგეწყოთ ცხელება, ხველა, ცემინება ან სხვა რესპირაციული სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალს;

დაავადების მსუბუქად მიმდინარე ფორმის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ საგანგაშო ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ციანოზური ტუჩები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ დაუკავშირდით სასტუმროს სამედიცინო პერსონალს;

დაიცავით ხელების ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით;

დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი - ხველის ან ცემინებისას სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი (ან მოხრილი იდაყვი). ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე გადააგდეთ;

ხშირად გაანიავეთ ოთახი და იყავით ფიზიკურად აქტიური

გამოიყენეთ პირბადე მითითების შესაბამისად;

არ დაარღვიოთ საკარანტინო სივრცის შინაგანაწესი.

მსგავსი პოსტები