რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცა

რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცა

  • 2020-10-21 13:21:51

გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერის მიზნით, რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ემი ქლენსი და აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი დაესწრნენ.

ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს დაეხმარება, თავი დაიცვან COVID-19-სგან და სკოლამდელ დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემო უზრუნველყონ.

პერსონალური დაცვის საშუალებები მოიცავს სადეზინფექციო ხსნარებს, ანტიბაქტერიულ საპნებს, ციფრულ თერმომეტრებს და სადეზინფექციო ბარიერებს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა სადეზინფექციო საშუალებები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის 336 საბავშვო ბაღს გადასცა.

კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.

მსგავსი პოსტები