ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება შშმ პირთა ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს

ამბროლაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება შშმ პირთა ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს

  • 2020-12-10 10:19:22

,,სიკეთის თვეები რაჭაში" გრძელდება. დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ამბროლაურში მცხოვრებ, შშმ პირთა ოჯახებს სასურსათე პაკეტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.

აქციის ფარგლებში, ყველაზე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს, შშმ პირებს და საჭიროების მქონე სხვა ოჯახებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცემათ.

,,სიკეთის თვეებს" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის" შეუერთდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საწოლს მიჯაჭვულ შშმ პირებს პირველადი საჭიროების ნივთებს გადასცემს.

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს, მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წინასაახალწლო პერიოდი გაულამაზონ სხვა ადამიანებს.

მსგავსი პოსტები