ფოთში ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ

ფოთში ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ

  • 2020-12-10 12:28:25

ა(ა) სოციალური მომსახურების ცენტრმა შეჭირვებულ ოჯახებზე საკვები პროდუქტები დაარიგა.
350 -მდე განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი გადაეცა. სურსათის დარიგების პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრნენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დახმარებების დარიგების მეორე ეტაპს უახლოეს დღეებში გეგმავს.

მსგავსი პოსტები