წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკოლა შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკოლა შენდება

  • 2020-12-10 18:33:58

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

კანთის საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა წლების წინ ხის ძველ შენობაში უწევდათ, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც ისინი სწავლას სხვადასხვა სკოლებში განაგრძობდნენ.

ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება საკუთარი სასწავლო ლაბორატორია და გარე სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

სკოლის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და სამუშაოებს კომპანია „სტარი“- ახორციელებს.

მსგავსი პოსტები