სავტომობილო გზის კეთილმოწყობა ქედის მუნიციპალიტეტში

სავტომობილო გზის კეთილმოწყობა ქედის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-11 13:48:42

 

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა კეთილმოეწყო.

პროექტის ფარგლებში ცხმორისი-ზედა ცხმორისის საავტომობილო გზის 2 745 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა და არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული გზით სოფელ ცხმორისსა და ნაომვალში მცხოვრები 200 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

მსგავსი პოსტები