ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა სრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა სრულდება

  • 2020-12-11 16:40:33

ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, რომლის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან,დავით ვერავასთან და პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან, ერთად გაეცნო.

სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს.

ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის .

„ ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეისათვის მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო.ახალი ვტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი, როგორც სწრაფი, ეფექტური და იაფი გადაადგილების საშუალება. ფოთის საქალაქო განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო ტრანსპორტის განვითარება და მისი თანამედროვე გამოწვევებზე მორგება“-განაცხადა ფოთის მერმა.

ავტოპარკის სამშნებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი" ასრულებს.

მსგავსი პოსტები