პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

  • 2020-12-11 19:43:42

ცქვიტიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება ამჯერად მიმდინარეობს სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში 3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება.სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 777 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.. ცქვიტიშვილების უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 40 კილომეტრზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი.

მსგავსი პოსტები