თიანეთის მუნიციპალიტეტში, сovid 19-ზე ინტენსიური ტესტირება გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში, сovid 19-ზე ინტენსიური ტესტირება გრძელდება

  • 2020-12-12 18:09:42

თიანეთის მუნიციპალიტეტში, сovid 19-ზე ინტენსიური ტესტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის დიაგნოსტირება აქტიურად მიმდინარეობს.
სკრინინგი ხორციელდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის მეთოდით და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ქმნის შესაძლებლობას, მსურველებმა უფასოდ ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით.
,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტესტირება ხორციელდება ააიპ „თიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ გამსვლელი ბრიგადების მიერ, წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება მერიის ფეისბუქ გვერდზე.
ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტესტირება ჩაუტარდა 1000 მოქალაქეს, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევა.
სიცხისა და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის ჩასატარებლად მიმართეთ:
შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრ - თიანეთს ( მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქუჩა N 75)ან ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ( მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქუჩა N67 )", აღნისნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. 

მსგავსი პოსტები