სოფელ ხაბუმეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტურად გრძელდება

სოფელ ხაბუმეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტურად გრძელდება

  • 2020-12-12 16:04:24

სოფელ ხაბუმეში 60 მოსწავლეზე გათვლილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ სწავლა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი.
მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს.
2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო, მინიმოედანი და ავტოსადგომი, ასევე, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარია.
მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
სოფელ ხაბუმეში ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,სახელმწიო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.

მსგავსი პოსტები