ბათუმში მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-12-14 10:18:43

არჩილ ჩიქოვანი : ,,მოგეხსენებათ, ქალაქის მასშტაბით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის IV ფაზის ფარგლებში მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მოითხოვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტესტირებასა და შემდგომში გზის საფარის აღდგენას.

სწორედ, აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება ახლა აღმაშენებლის ქუჩაზე, ხახულისა და ტაბიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

რიგი სამუშაოები ერთდროულად ათამდე ლოკაციაზეა დაწყებული. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარს აღემატება" . აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები