ქ. დუშეთში მინი ბიბლიოთეკა - „წიგნის ბუდე“ გაიხსნა

ქ. დუშეთში მინი ბიბლიოთეკა - „წიგნის ბუდე“ გაიხსნა

  • 2020-12-14 17:28:03

ქ. დუშეთში მინი ბიბლიოთეკა - „წიგნის ბუდე“ გაიხსნა .ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, მისმა მოადგილემ მირიან ხოსიაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ნელი თეთრუაშვილმა დუშეთის ბულვარში ბიბლიოთეკა - „წიგნის ბუდე“ გახსნეს.

გიორგი კეკელიძის თქმით მკითხველები მათთვის საინტერესო წიგნის არჩევას შეძლებენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ქუჩაში განთავსებული მინი ბიბლიოთეკიდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ. სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნიც დატოვონ.ეროვნული ბიბლიოთეკა დუშეთის მერიასთან ერთად მოამარაგებს წიგნებით ახალ სამკითხველოს.

აღსანიშნავია რომ, ქ.დუშეთში "წიგნის ბუდის" გახსნის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიაშვილმა მოინახულეს დაბა ჟინვალში ახლად გახსნილი სადაბო ბიბლიოთეკა და გადასცეს მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურის 300-მდე ეგზემპლარი.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ნელი თეთრუაშვილმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს აღნიშნული პროექტისთვის, რომელიც ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მსგავსი პოსტები