ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ,  გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები დაათვალიერა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები დაათვალიერა

  • 2020-12-15 10:57:57

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, რამდენიმე სოფელში, გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტში, პერიოდულად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება მიმდინარეობს. გაწმენდით სამუშაოებს შპს “ამბროლაურის სერვის ცენტრი” ასრულებს.

,,საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. სოფლების ნაწილი უკვე სარგებლობს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით. ამის პარალელურად ვახორციელებთ სასოფლო გზების მოვლა-შენახვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის”, - აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები