ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

  • 2020-12-15 17:01:16

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ.

,,პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 310 ოჯახს გადაეცა. აღნიშნული პროცესი კვლავ გაგრძელდება. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

აღსაზრდელთა ოჯახებზე პროდუქტის გაცემის პროცესი ,,ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ" უზრუნველყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები