მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში  მდ. ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2020-12-15 13:10:27

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მდ. ვახაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსადრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 574 925 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახარია“ ასრულებს.

სალხინოში ხიდის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი.

ამ ეტაპზე სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ხიდის და მდინარე აბაშაზე ქ. მარტვილისა და ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები