ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო

  • 2020-12-15 16:16:26

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროდუქტების პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1089 აღსაზრდელი მიიღებს. ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მშობლებთან კომუნიკაციას ბაღების ადმინისტრაციები აწარმოებენ და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი და მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნენ.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები საახალწლოდ ტკბილეულის პაკეტს მიიღებენ.

მსგავსი პოსტები