ჩხოროწყუში , სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუში , სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2020-12-15 12:25:00

სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 000 ლარით ფინანსდება.

წყალმომარაგების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას წლებია აწუხებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილების მონტაჟი, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება და სასმელი წყლის სისტემით სოფელში მცხოვრები 90 ოჯახი ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები