ზუგდიდში, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-12-16 17:16:55

ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი გაეცნენ.

მერის ინფორმაცით, ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი შენდება.

,,სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა და მოწესრიგება ჩვენი პრიორიტეტია, პროცესი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სათამაშო მოედანიც, ასევე, მოხდება არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით ზუგდიდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ერთ-ერთი საბავშვო ბაღების მშენებლობაა.

,,ზუგდიდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბავშვო ბაღების მშენებლობაა, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ამის საჭიროებაა. ჩვენ მომავალ წელს 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

110 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა ანაკლიაში. ახალი საბავშვო ბაღი შენდება ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზეც.

მომავალ წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება ჭითაწყარში, რუხში, შამგონასა და დარჩელში.

18 საბავშვო ბაღში უკვე მოწყობილია სამზარეულოები, საპირფარეშოები, სანკვანძები, სასწავლო და საძინებელი ოთახები და გათბობა.

 

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

 

მსგავსი პოსტები