ხულოში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

ხულოში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

  • 2020-12-16 18:13:16

ხულოში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება!

სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ბაზალტის ქვებით მოპირკეთდა მემორიალის კედლები და ძირის საფეხურები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა პატარა სკვერი, სადაც მოეწყო ხელოვნური საბაღე გაზონები და დაირგო საბაღე წიწვოვანი ბუჩქები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება საბაღე სკამების მოწყობაც.

სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს „მშენებელი-5“ ასრულებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 36 431 ლარია.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმტრაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზაზა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

მსგავსი პოსტები