მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

  • 2020-12-17 17:14:43

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ კალათბურთისა და ფრენბურთის თამაშის დროს.

მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებო 113 881 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,საფეხბურთო კლუბი ერთობა“ ასრულებდა.

ახალი სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ლისში, ჩარდახში, მსხალდიდში, ქსანში, ციხისძირში შენდება. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ასევე, წეროვნის ინსტიტუტის დასახლებაში, ნატახტარსა და გალავანში დასრულდა არსებული სპორტული მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ ხელისუფლება მომდევნო წლების ბიუჯეტშიც სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხებს კვლავ გაითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები