თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო პაკეტების გაცემის მორიგი ეტაპი დასრულდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო პაკეტების გაცემის მორიგი ეტაპი დასრულდა

  • 2020-12-16 17:30:18

თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო პაკეტების გაცემის მორიგი ეტაპი დასრულდა.

დღეს, თიანეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი - გივი ბერბერაშვილი და ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი - ნინო ცომაია დაბა თიანეთის N1, დაბა თიანეთის N2 და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრნენ.

თითოეული პაკეტის ღირებულება 62 ლარია, ხოლო შემადგენლობაში შედის 22 დასახელების პროდუქტი:

ძროხისა და ქათმის ხორცის ფილე, კვერცხი, მაწონი, პასტერიზებული რძე, შესქელებული რძე, ყველი, ხაჭო, კარაქი, ტომატ პასტა, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, ვაშლი, პური, ორცხობილა, ფქვილი ( ხორბლის, სიმინდის) და ბურღული (მაკარონი, ვერმიშელი).

საახალწლოდ ბაღის ყველა აღსაზრდელი დამატებით ტკბილეულით დასაჩუქრდა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თიანეთში, სააღმზრდელო პროცესი 30 ნოემბრიდან შეჩერებულია.

თიანეთის მერიის ინიციატივით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო განკუთვნილი, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავადვე მოუმზადონ საკვები პატარებს.

პანდემიის პირობებში, გარდა დეკემბრის თვისა, საბავშვო ბაღებში სასურსათო პაკეტები გაიცა მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში.

მსგავსი პოსტები