ყაზბეგის მუნიციპალიტეტში COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირება მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირება მიმდინარეობს

  • 2020-12-16 17:34:05

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირება მიმდინარეობს.

სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისარგებლონ მომსახურებით.

ინტენსიურ ტესტირებას ადმინისტრაციულ ერთეულებში ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - ს წარმომადგენლები ახორციელებენ.

5 დეკემბრიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში ტესტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400 -მდე მოქალაქეს ჩაუტარდა, რომელთაგან ვირუსით ინფიცირების 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაითვალისწინოთ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციები და ჩაერთოთ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში.

ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს .

მსგავსი პოსტები