ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის პროგრამები ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის პროგრამები ხორციელდება

  • 2020-12-18 16:52:28

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები:

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

• 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო პაკეტებით უზრუნველყოფა;

• ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;

• მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;

• მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

• შესაბამისი კატეგორიის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;

• 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს .

მსგავსი პოსტები