ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ინასარიძის ქუჩაზე დასრულდა წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ინასარიძის ქუჩაზე დასრულდა წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • 2020-12-19 17:46:57

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ინასარიძის ქუჩაზე დასრულდა წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყო ქუჩის კეთილმოწყობა.

დამონტაჟდა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ხორციელდება ტროტუარების მოწყობა.

ამ ეტაპზე, კობალაძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ინასარიძის ქუჩაზე პარალელურად ხორციელდება ახალი სკვერის მშენებლობა.

ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 312 ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები