სენაკში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს, ვიზიტორების მომსახურეობისთვის ახალი სერვისი შეემატა

სენაკში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს, ვიზიტორების მომსახურეობისთვის ახალი სერვისი შეემატა

  • 2020-12-21 16:52:22

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს - ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს, ვიზიტორების მომსახურეობისთვის ახალი სერვისი შეემატა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებისთანავე, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ამოქმედების შემდეგ, სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული ელეტრო ტრანსპორტი მუზეუმ-ნაკრძალის დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.

მსგავსი პოსტები