ბათუმის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

ბათუმის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-21 17:10:10

ბათუმის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო.

სასურსათო პროდუქტების კალათა 5 200 ბენეფიციარს გადაეცემა.

,,დღეს ჩვენ ვიწყებთ სასურსათო კალათების დარიგებას, რაც გულისხმობს 5 200 ბენეფიციარისთვის საკვები პროდუქტების გადაცემას.

მუნიციპალიტეტს, პანდემიიდან გამომდინარე, გააჩნია სოციალური ვალდებულება მოსახლეობის წინაშე. 12 კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფი მიიღებს სასურსათო კალათებს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების პირობებში” - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აღნიშნული სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიაციარები:

100 000-მდე ქულის მქონე შშმ პირები

სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები

ომში დაზიანებული შშმ პირები

18 წლამდე ასაკის შშმ პირები

100 000-მდე ქულის მქონე მარტოხელა პენსიონერები

200 000-მდე ქულის მქონე 3 და მეტ შვილიანი ოჯახები

უდედმამო ბავშვები

მარტოხელა მშობლები

ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები

სამამულო ომის ვეტერანები

მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

მსგავსი პოსტები