ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტი განახორციელა გამარჯვებულ მეწარმეებთან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტი განახორციელა გამარჯვებულ მეწარმეებთან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-22 16:41:03

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად საგრანტო კონკურსის „ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში ვიზიტი განახორციელა გამარჯვებულ მეწარმეებთან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრაზე მეწარმეებმა პრეზენტაცია წარადგინეს თავიანთი საქმიანობისა და გრანტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრაზევე მხარეებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს.

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებიდან დაფინანსება მოიპოვეს შემდეგმა მეწარმეებმა:

ხატია წვერავა - "რაჭული ლორი"

მიხეილ მეტრეველი - "რაჭული ენდემური ვაზის ჯიშების ახალი სიცოცხლე"

მარიკა შერაზადიშვილი - "მეფუტკრეთა სერვისი ონის მუნიციპალიტეტში"

დათო ჩაკვეტაძე - "მევენახეობა-მეღვინეობა ლეჩხუმში"

გრანტი "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

მსგავსი პოსტები