ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომები გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომები გაიმართა

  • 2020-12-22 14:58:47

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების გაერთიანებული სხდომები გაიმართა.

სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი. პროექტის თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტი 20 418009 ლარით განისაზღვრება, მათ შორის სიახლეა სოციალური მომსახურების სფეროში,დაემატა ახალი პროგრამა გლობალური პანდემიით (covid-19) გამოწვეული მოვლენებიდან გამომდინარე, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 520 000 ლარით, აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ 2600 ბენეფიციარი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები(დედა, მამა ,მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, მარტოხელა მშობლები და მათი შვილები, მარტოხელა ასაკით პენსიონერები,-რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის ჩატარებას.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი შემდეგნაირად გაიწერა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 3 565 140 ლარი, ეკონომიკური საქმიანობა 939 921 ლარი, გარემოს დაცვა 1 221 900 ლარი, საბინაო კომუნალური მეურნეობა 2 543 923 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა 985 726 ლარი, განათლება 6 443 339 ლარი, სოციალური დაცვა 3 345 878 ლარით, დასვენება , კულტურა და რელიგია -1 372 182 ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები 2020 წელთან მიმართებაში გაზრდილია 520 000 ლარით.

ინფორმაციას ავრცელებს ხელვაჩაურის მერია .

მსგავსი პოსტები