ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

  • 2020-12-23 15:40:46

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 300 000 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენ პირველი“ განახორციელა.

პირველ ეტაპზე დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მიმდინარე წელს ახალსოფელში აშენდა ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი. შუა ხორგაში დასრულდა საბავშვო ბაღის და ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

მსგავსი პოსტები