ათეა-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს საკონფერენციო ოთახის აპარატურა, ასევე, მაგიდა და სკამები გადასცა

ათეა-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს საკონფერენციო ოთახის აპარატურა, ასევე, მაგიდა და სკამები გადასცა

  • 2020-12-24 11:31:33

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს საკონფერენციო ოთახის აპარატურა, ასევე, მაგიდა და სკამები გადასცა.

ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში - კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ანალოგიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები