საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა

  • 2020-12-24 16:36:37

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა.

პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში - კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.

ყაზბეგის მერიის სახელით მადლობას ვუხდით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პროექტში ჩართულ ყველა პირს!

მსგავსი პოსტები