ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

  • 2020-12-24 14:41:06

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ.

დარიგების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ამბროლაურის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ. ბავშვებს მათთვის გათვალისწინებულ პროდუქტთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათე პაკეტების გაცემის პროცესი ,,ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ" უზრუნველყო.

,,პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 310 ოჯახს დაურიგდა. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები