სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • 2020-12-24 12:05:39

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სოფელ ლაგვანთას ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა და მდინარის კალაპოტის წმენდა/ფორმირება მიმდინარეობს, ხოლო სოფელ საკაოს, ბასუკაანთ უბანში, მდ.ბოდეურაზე სამანქანო ხიდის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები