ფოთელი ახალგაზრდობა მალე შეძლებს სამოყვარულო ფამფტრეკით სარგებლობას

ფოთელი ახალგაზრდობა მალე შეძლებს სამოყვარულო ფამფტრეკით სარგებლობას

  • 2020-12-24 10:00:33

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე, შუქურის მიმდებარედ მრავალფუნქციური ველო მოედნის - ფამფტრეკის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. პროექტი დასრულების ეტაპზეა.

ფოთელი ახალგაზრდობა მალე შეძლებს სამოყვარულო ფამფტრეკით სარგებლობას. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ -ერთ-ერთი გამარჯვებულია. ფამფტრეკის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 50 000 ლარია.

პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.

მსგავსი პოსტები