ქობულეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე სასურსათო კალათებისა და საახალწლო სასაჩუქრე ნობათის გაცემა დაიწყო

ქობულეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე სასურსათო კალათებისა და საახალწლო სასაჩუქრე ნობათის გაცემა დაიწყო

  • 2020-12-24 17:33:08

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე სასურსათო კალათებისა და საახალწლო სასაჩუქრე ნობათის გაცემა დაიწყო.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამანათები 2 320 აღსაზრდელს გადაეცემა.

მშობლებმა საკვები პროდუქტების მისაღებად შესაბამის სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას უნდა მიმართოს.

სკოლამდელ დაწესებულებებში კალათების გაცემა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ბაღების გაერთიანებასთან ერთად აწარმოებს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე სასურსათო კალათებისა და საახალწლო ნობათის გაცემას. სასურსათო კალათების შემადგენლობა განსაზღვრული არის იმ აუცილებელი სურსათით პროდუქტით რომელიც შესაბამისად აუცილებელია თითოეული ოჯახისათვის. ეს ხორციელდება წინასაახალწლო დღეებში და სასაჩუქრე ნაკრებში გათვალისწინებული გვაქვს ტკბილეულობა. ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს სასაჩუქრე კალათს.

საბავშვო ბაღების გაერთიენების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებული არის ერთგვარად პანდემიურ პროცესებთან და იმ უქმეებთან რომელიც არის განსაზღვრული საბავშვო ბაღების გაერთიანების მუშაობის კუთხით, ჩვენ მომავალშიც დავგეგმავთ იგივე ღონისძიებას რომელიც ითვალისწინებს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსის შედეგად შესაბამისი პროდუქტის შეძენას. რაც მთავარია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე“- მირიან ქათამაძე.

მსგავსი პოსტები