შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2020-12-24 18:00:41

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

გზები იწმინდება 13 მიმართულებით და სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ამ დროისთვის გადაადგილების მხრივ შეფერხება არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება, მაღალი გამავლობის ავტომობილებს მოძრაობა თავისუფლად შეუძლიათ.

სოფლებში თოვლის საფარი მაღალ ზონაში 30-40 სმ აღწევს, დაბალ ზონაში 20-30 სმ-ია, ხოლო დაბაში 5 სმ.

მსგავსი პოსტები