ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე თორმეტი მიმართულებით გზა გაწმენდილია, დარჩენილია რვა მიმართულება, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე თორმეტი მიმართულებით გზა გაწმენდილია, დარჩენილია რვა მიმართულება, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-12-24 15:43:07

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა თოვს, თოვლის საფარი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 35-40 სანტიმეტრს აღწევს.

გადაადგილების მხრივ შეფერხება არცერთი მიმართულებით არ არის, მაღალი გამავლობის ავტომობილებს მოძრაობა თავისუფლად შეუძლიათ. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, დენი მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე თორმეტი მიმართულებით გზა გაწმენდილია, დარჩენილია რვა მიმართულება, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

მსგავსი პოსტები