გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა

  • 2020-12-25 17:25:32

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა გადაეცა. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას აღჭურვილობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გადასცა, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა.

ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ოთარ ჩხეიძეს პირადად გადასცა.

„სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის მთავარი ამოცანა იმ საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფაა, რომელთაც თავიანთი საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ სახლიდან მუშაობა. მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, პირველ ხაზზე მომუშავე საჯარო მოხელეების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რასაც ხელს უწყობს გაეროს განვითარების პროგრამა,“-განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო(მანანა)ნარიმანიძემ.

პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში და COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა არაერთ ერთობლივ ინიციატივას ახორციელებენ როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

მათ შორისაა, მუნიციპალური თავშესაფრების და დევნილთა კოლექტიური ცენტრების აღჭურვა დამცავი საშუალებებით, მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების მომარაგება პირველადი საარსებო საშუალებებით და მოწყვლადი შინამეურნეობის უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო მასალებით.

მსგავსი პოსტები