სადეზინფექციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში

სადეზინფექციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში

  • 2020-09-16 14:05:44

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით მოირეცხა ქალაქ ახმეტაში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და ავტოსადგურის ტერიტორია, ასევე დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ანალოგიური ღონისძიებები ჩაუტარდა სოფელ მატნის ამბულატორიას, მატნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიასმრავალბინიანი საცხოვრებლის სადარბაზოებსა და  სოფელ მატნის შესასვლელში და გასასვლელში განთავსებული ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას.

მსგავსი პოსტები