ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ქალაქის პროგრამული ბიუჯეტი, საკრებულოს 21-მოწვევის სხდომაზე დაამტკიცეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ქალაქის პროგრამული ბიუჯეტი, საკრებულოს 21-მოწვევის სხდომაზე დაამტკიცეს

  • 2020-12-25 11:39:11

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ქალაქის პროგრამული ბიუჯეტი, საკრებულოს 21-მოწვევის სხდომაზე დაამტკიცეს. კენჭი უყარეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსაც.

2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 20 მილიონ 792 ათასი ლარით დამტკიცდა, რაც 1 მილიონ 444 ათას 600 ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით.

მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იქნა დაგეგმილი. პრიორიტეტებად განისაზღვრა:

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება_4მილიონ 965 ათასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფა_ 2 მილიონ 604ათასი ლარი;

განათლება_3 მილიონ 352 ათასი ლარი;

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი_ 3 მილიონ 239 ათას 400 ლარი;

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ საკრებულოს წევრთა შეკითხვებსაც უპასუხა, როგორც მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

მან აღნიშნა, რომ 23 დეკემბრის მდგომარეობით, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით 107%-ით არის შესრულებული.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებას როგორიცაა: გზების კაპიტალური შეკეთება, ქუჩების სარემონტო სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება და ა.შ.

2021 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დამატებით 4 ახალ სოცილურ პროგრამას განახორციელებს.

მსგავსი პოსტები