ამბროლაურში ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა ხორციელდება

ამბროლაურში ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა ხორციელდება

  • 2020-12-26 14:50:31

ამბროლაურში ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა ხორციელდება.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს

შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარებით:

პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი

მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი

ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ( სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

მსგავსი პოსტები