ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ

  • 2020-12-28 17:31:06

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ.

სასურსათო პაკეტები ჩარიგოგდიშვილების, ღუნაშვილების და გოგიჩაიშვილების მრავალშვილიან ოჯახებს პირადად დუშეთის, ყაზბეგის, მცხეთის და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა ნარიმანიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გადასცა.

„მოვინახულეთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები, გადავეცით სასურსათე პაკეტები რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს,“-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

აღნიშნული ღონისძიება კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარებით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები