ლამჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო

ლამჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო

  • 2020-09-16 16:33:54

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, ბანკის, საჯარო სკოლის, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დამუშავდა.

,,ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები  ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდებაგანაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

მსგავსი პოსტები