ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

  • 2020-12-28 14:11:13

ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა.

დასაჩუქრდა წაღვლის ალტერნატიული საბავშვო ბაღის 9აღსაზრდელი, წაღვლის საჯარო სკოლის დაწყებითი (პირველი-მეექვსე) კლასის 32 მოსწავლე და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები 7 ბავშვი.

საახალწლო საჩუქრები პარლამენტის წევრისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებმაც მიიღეს. ბატონმა ზაალ დუგლაძემ ბენეფიციართა თხოვნით საახალწლო მილოცვა საპატიო სტუმრების წიგნშიც ჩაწერა.

აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

მსგავსი პოსტები