ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მარტოხელა მოხუცებმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა „სოკარ ენერჯი ჯორჯიასგან“ საახალწლოდ სასურსათო ყუთები მიიღეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მარტოხელა მოხუცებმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა „სოკარ ენერჯი ჯორჯიასგან“ საახალწლოდ სასურსათო ყუთები მიიღეს

  • 2020-12-28 14:13:43

ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებმა მარტოხელა მოხუცებმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა „სოკარ ენერჯი ჯორჯიასგან“ საახალწლოდ სასურსათო ყუთები მიიღეს.

ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ამანათების დარიგებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცერცვაძე და წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე მონაწილეობდნენ.

აქცია სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობითა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივით, მოეწყო. კომპანია ,,სოკარს“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის საქმეში.

მსგავსი პოსტები