ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დასრულდა არსებული სკვერის რეაბილიტაცია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დასრულდა არსებული სკვერის რეაბილიტაცია

  • 2020-12-30 18:18:22

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დასრულდა არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა დასრულებული სამუშაოები.

სკვერში მოეწყო ქვაფენილი, შეილესა კედლები, ბაზალტის ქვით მოპირკეთდა არსებული მემორიალი და მოეწყო ქუდი კედლებზე, შეიცვალა ლითონის ღობე, მოეწყო გარეგანათება და დაიდგა საპარკე სკამები.

პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ შეადგენა 14 988 ლარი.

სამუშაოები შეასრულა შპს „მშენებელი 2018“-მა.

მსგავსი პოსტები