ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათის გაცემა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათის გაცემა მიმდინარეობს

  • 2020-12-30 19:22:00

ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათის გაცემა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები ქველმოქმედებაში და მუნიციპალიტეტში, საჭიროების მქონე მოსახლეობას საკვები პროდუქტით ეხმარებიან.

ბიზნესმენმა დიტო ნოზაძემ, მუნიციპალიტეტს, უკიდურეს საჭიროების მქონე ოჯახებისთვის 100 საახალწლო პაკეტი გადასცა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, საკვები პროდუქტი მიეწოდება 20 000 დან 42 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 849 ოჯახს და 0-დან 20 000 მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე და იძულებით გადაადგილებულ 737 ოჯახს. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად.

მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ბიზნესმენ დიტო ნოზაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მსგავსი პოსტები